როგორ დავჯავშნოთ ფოტოსესია: ნაბიჯები, მომზადება და ვადები

· Creator Photo Studio

ფოტოსესიის დაჯავშნა თბილისში — სტუდიური პორტრეტის გადაღების პროცესი

ფოტოსესიის დაჯავშნა მარტივია, თუ წინასწარ იცით, რა უნდა დააზუსტოთ. ქვემოთ ნაბიჯ-ნაბიჯ აღვწერეთ მთელი პროცესი — პირველი შეტყობინებიდან დამუშავებული ფოტოების მიღებამდე.

ნაბიჯი 1: განსაზღვრეთ მიზანი

ფოტოები CV-სთვის, სოციალური ქსელისთვის, ოჯახური ალბომისთვის თუ ბრენდისთვის? მიზანი განსაზღვრავს განათებას, ფონს, კადრირებას და საჭირო კადრების რაოდენობას.

ნაბიჯი 2: შეათანხმეთ თარიღი და დრო

დაწერეთ სასურველი დღე და დაადასტურეთ ჯავშანი. შაბათ-კვირა და საღამოს საათები ყველაზე დატვირთულია, ამიტომ თუ მოქნილი ხართ, სამუშაო დღის დღის საათები უფრო თავისუფალია.

CV headshot სტუდიაში — ბიზნეს პორტრეტის დაჯავშნა თბილისში

ნაბიჯი 3: გამოგზავნეთ რეფერენსები

3-5 მაგალითი Pinterest-იდან ან Instagram-იდან საკმარისია. ეს ყველაზე სწრაფი გზაა იმისთვის, რომ სტილზე შევთანხმდეთ და გადაღების დღეს დრო არ დაიკარგოს.

ნაბიჯი 4: მომზადება

  • აიღეთ 2-3 კომპლექტი ტანსაცმელი — უმჯობესია მარტივი, ერთფეროვანი ტონები.
  • მოერიდეთ ახალ, ჯერ არგამოცდილ ვარცხნილობას გადაღების დღეს.
  • დაისვენეთ ღამით — ეს ფოტოზე ყველაზე კარგად ჩანს.
  • მოდით 10 წუთით ადრე, რომ მშვიდად დაიწყოთ.

ნაბიჯი 5: შედეგის მიღება

გადაღების შემდეგ გამოგიგზავნით გალერეას გადასარჩევად. თქვენ აირჩევთ სასურველ კადრებს, ჩვენ კი დამუშავებულ ვერსიებს, როგორც წესი, 2-3 დღეში გიბრუნებთ.

ხშირად დასმული კითხვები

როგორ დავჯავშნო ფოტოსესია?

დაგვიკავშირდით, მიუთითეთ გადაღების ტიპი და სასურველი თარიღი, გამოგზავნეთ 3-5 რეფერენსი და დაადასტურეთ დრო — შემდეგ მიიღებთ მომზადების მოკლე ინსტრუქციას.

რამდენი ხნით ადრე უნდა დავჯავშნო?

სტუდიური გადაღება ხშირად 2-5 დღით ადრე თავსდება, საქორწილო თარიღები კი სეზონზე 6-12 თვით ადრე იჯავშნება.

რამდენ ხანს გრძელდება ფოტოსესია?

ინდივიდუალური სტუდიური სესია საშუალოდ 40-60 წუთია, საოჯახო ან საორსულე — 60-90 წუთი ტანსაცმლის ცვლილებით.

როდის მივიღებ ფოტოებს?

დამუშავებული სტუდიური ფოტოები, როგორც წესი, 2-3 დღეში მზადდება; სასწრაფო მიწოდება ცალკე თანხმდება.

მზად ხართ დასაჯავშნად?

იხილეთ სტუდია